გორის მერიაში საკადრო ცვლილებაა – ვიცე-მერის პოსტზე სიმონ გულედანი კოტე ბუზალაძემ შეცვალა.
კოტე ბუზალაძის შესახებ ინტერნეტ სივრცეში ინფორმაცია არ იძებნება, თუმცა როგორც “მოზაიკას” უთხრეს, ის სუს-ის ახალი უფროსის, ანრი ოხანაშვილის მეგობარი და მეჯვარეა.
წარსულში, ბუზალაძე საბანკო სექტორში მუშაობდა. რამდენიმე წელი და პარლამენტის კანცელარიის თანამშრომელი იყო.
“პროკრედიტ ბანკში მუშაობდა და ბოლოს პარლამენტის კანცელარიაში იყო“, – უთხრეს “მოზაიკას”.
“მოზაიკას” ინფორმაციით, სწორედ კოტე ბუზალაძე იქნება “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი თვითმმართველობის არჩევნებზე.
დატოვეთ კომენტარი