ახალი ამბები

ზაალ დუგლაძემ კომპანია “ქართუში” 40 000 000 დოლარად დააგირავა

“ქართული ოცნების” პარლამენტის წევრმა ზაალ დუგლაძემ თავისი კომპანია ივანიშვილის ბანკ “ქართუში” წინასაარჩევნო პერიოდში 40 000 000 დოლარად დააგირავა.

“მოზაიკას” მოპოვებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ გირავნობის ხელშეკრულება “ქართუსა” და დუგლაძეების ღვინის კომპანიას შორის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, 21 აგვისტოს გაფორმდა.

თქვეწ ხელმოწერით ადასტურებთ, რომ აცწობიერებთ სესხის უზრუწველყოფის სახით წარმოდგეწილი ქოწების დაკარგვასთაწ დაკავშირებულ რისკებს, თუ მსესხებელმა სრულად არ დაფარა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწიწებული ყველა ვალდებულება”, – ვკითხულობთ ხელშეკრულებაში.

გირავნობის ხელშეკრულებას ხელს აწერს ზაალ დუგლაძის მინდობილი პირი, მისივე ძმა – დავით დუგლაძე და ამავე კომპანიის მეწილე – ბიძინა ივანიშვილის ძმა – ალექსანდრე ივანიშვილი, რომელიც დუგლაძეების ღვინის კომპანიის 25.66%-ს ფლობს.

თავად ზაალ დუგლაძე “მოზაიკას” შეკითხვას, რატომ დააგირავა კომპანია, ვერ პასუხობს და ამბობს მხოლოდ იმას, რომ “ალბათ საქმეს ასე დასჭირდა“.

ხელშეკრულების მიხედვით, “ქართუს” საკრედიტო პროდუქტების სარგებლობის ვადად დუგლაძეების ღვინის კომპანიას განსაზღვრული აქვს 2039 წლის 21 აგვისტო. “ქართუმ” სესხი დუგლაძის კომპანიას წლიურ 18%-ად მისცა.

აღსანიშნავია, რომ ზაალ დუგლაძე და მისი ოჯახი “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველია. თავად მას პარტიისთვის 100 000 ლარზე მეტი აქვს გადარიცხული, ხოლო მის ძმას დავით დუგლაძეს 342 000 ლარი. პარტიის ანგარიშზე დავით დუგლაძის ბოლო გადარიცხვა 2024 წლის წინასაარჩევნოდ, 5 სექტემბერს ფიქსირდება. მან “ქართულ ოცნებას” კანონით დადგენილი მაქსიმალური ერთჯერადი შემოწირულობა 60 000 ლარი გადაურიცხა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.