ახალი ამბები

“11 ჯანმრთელი ძაღლის დაძინებას აპირებდნენ” – ბრალდება და ბაქარ გიუნაშვილის პასუხი

11 ჯანმრთელი ძაღლის დაძინებას აპირებდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ცხოველთადამცველი თამაზ ელიზბარაშვილი ავრცელებს.  ელიზბარაშვილი ამბობს, რომ მას 11 ძაღლი გორიდან მიუყვანეს.

“რუსი ქალბატონებისგან მე რა ინფორმაციაც მაქვს, რომლებიც თანამშრომლობენ გორის თავშესაფართან და გაჰყავთ ძაღლები რუსეთში, მათგან ვიცი, რომ ძალიან ბევრი ჯანმრთელი ძაღლის დაძინება ხდება გორის თავშესაფარში. 

რაც შეეხება იმ 11 ძაღლს, რომელიც გორის თავშესაფრიდან მივიღეთ გუშინწინ, ეს ის 11 ძაღლია, რომელიც ამ რუსმა ქალბატონებმა გამოიყვანეს გორის თავშესაფრიდან, მათ უპირებდნენ დაძინებას და გადაწყვიტეს, რომ ეს ძაღლები გადაერჩინათ და სადმე დაებინავებინათ, შემდეგ ეზრუნათ ამ ძაღლების გაჩუქებაზე“, – ამბობს ელიზბარაშვილი.

მისი თქმით თერთმეტივე ძაღლი მის თავშეაფარში გადაიყვანეს, მათგან კი მხოლოდ ერთი აღმოჩნდა ენეხოზით დაავადებული, რომლის მკურნალობაც დაიწყეს.

მე როდესაც დამიკავშირდნენ, დავთანხმდი, მივიღე თერთმეტივე ძაღლი. აქედან სამი იყო გასტერილებული, დარჩენილი 8 ძაღლიდან ერთს გავუკეთე ანალიზები, დაავადებულია ენეხიოზით და დავუწყეთ მკურნალობა. 7 ძაღლია გასასტერლიზებელია, არიან ჯანმრთელები და ამ ძაღლების დაზინება იქნებოდა დანაშაული და გორის თავშესაფარში თუ ამას აკეთებენ, მაშინ ისინი არიან დამნაშავეები და ადრე თუ გვიან, ისინი წარსდგებიან კანონის წინაშე და ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს“, – აცხადებს თამაზ ელიზაბარაშვილი

“მოზაიკა” საპასუხო კომენტრისთვის დაუკავშირდა ა(ა)იპ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს დირექტორს. ბაქარ გიუნაშვილმა გვითხრა, რომ ელიზბარაშვილის მხრიდან არასწორი ინფორმაცია ვრცელდება და სააგენტოში 11 ჯანმრთელი ძაღლის დაძინებას არ აპირებდნენ. 

,,ეს არის სიცრუე, რომ თითქოს ჩვენს 11 ჯანმრთელი ძღალის დაძინებას ვაპირებდით. თავშესაფარში მოდის არერთი ადამიანი, რომლებსაც ძაღლის ჩუქება სურთ.  მახსენდება, რომ იყვნენ რუსი ქლაბატონებიც. არ არის გამორიცხული, რომ ჩვენგან ჩუქების მიზნით წაყვანილი ძაღლები მიიყვანეს შემდეგ ელიზბარაშვილის თავშესაფარში, თუმცა რაში დასჭირდათ ტყუილის მოფიქრება, რომ ძაღლების დაძინებას ვაპირებდით და გადაარჩინეს, ვერ გეტყვით“, – აცხადებს “მოზაიკასთან” საუბარში გორის მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის დირექტორი ბაქარ გიუნაშვილი.

გიუნაშვილის თქმით, გაჩუქების პროცედურებს მისი მოადგილე თამარ აფციაური კურირებს, რომელთანაც მისივე სიტყვებით “დეტალებს მოიკითხავს”. 

“მოზაიკა” თამარ აფციაურსაც დაუკავშირდა. მისი თქმით, მას დაუკავშირდნენ რუსეთის მოქლაქეები და 11 ძაღლის ჩუქება სთხოვეს.

“მითხრეს, რომ ბათუმში უნდა წაეყვანათ, თუმცა შემდეგ გავიგეთ, რომ ბათუმის ნაცვლად თბილისში თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარში მიიყვანეს“, – გვითხრა აფციაურმა. 

მისი თქმით, ელიხბარაშვილი რუსეთის მოქალაქეებმა შეიყვანეს შეცდომაში და არც ერთი ძაღლის დაძინებას არ აპირებდნენ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.