გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 28 წლის ნიკა ღვინიაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ძმები ელგუჯა და ემზარ მედოშვილები დამნაშავედ ცნო – სასამართლომ ბრალდებულებს 16 და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პროკურატურამ სასამართლო პროცესზე წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა.
“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2024 წლის 1 სექტემბერს, ბრალდებულებმა ქარელის რაიონის სოფელ ზღუდერში მეზობელს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირები 2024 წლის 2 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “ი” ქვეპუნქტით (განზრახი მკვლელობა ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.