ახალი ამბები

იუსტიციის უმაღლესი სკოლიდან პირდაპირ თანამდებობაზე – ვინ არის გორის რაიონული სასამართლოს ახალი მოსამართლე

გორის რაიონულ სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას კიდევ ერთი მოსამართლე შეემატა – 31 წლის რატი ჩანტლაძე, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი სკოლა 2024 წლის ნოემბერში დაამთავრა, დეკემბერში კი, გორის რაიონულ სასამართლოში დაინიშნა მოსამართლედ.

როგორც მისი ბიოგრაფიიდან ირკვევა, ჩანტლაძე 2017 წლიდან დღემდე არის  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი და აქვს ადვოკატად, ასევე მოსამართლის თანაშემწედ მუშაობის გამოცდილება.

„2023 წლის მარტში ჩავაბარე მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით, ხოლო იმავე წლის ივლისში იუსტიციის მსმენელად ჩავირიცხე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, რომელიც დავასრულე 2024 წლის ნოემბერში. ვარ რამდენიმე სამეცნიერო სტატიის ავტორი. ვფლობ ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს”, – წერს რატი ჩანტლაძე თავის ავტობიოგრაფიაში.

გორის რაიონულ სასამართლოში სულ 11 მოსამართლეა, აქედან 6 მათგანი სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავს. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები