გორში, წმინდაწყლის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულე ქალს დაეჯახა, ის ადგილზე გარდაიცვალა.
თვითმხილველების ინფორმაციით, გარდაცლილი ქალი დაახლოებით 50 წლამდეა.
“ფეხით გადადიოდა და დაეჯახა. 50 წლამდე ქალია. მძღოლიც ადგილზეა არ გაქცეულა, მაგრამ ქალი ადგილზე გარდაიცვალა”, – უთხრეს “მოზაიკას”
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276 მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დატოვეთ კომენტარი