ახალი ამბები

ხაშურის მერის პირველ მოადგილედ გიორგი პაპიაშვილი დაინიშნება

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ გიორგი პაპიაშვილი ინიშნება.

აღნიშნული ინფორმაცია გიორგი პაპიაშვილმა “მოზაიკას” დაუდასტურა.  

“ამ ეტაპზე, პირველი მოადგილის ფუნქციებს მე ვასრულებ”, – გვითხრა გიორგი პაპიაშვილმა.

აღნიშნული ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზვიად ქურდაძემ თანამდებობა დატოვა.

გიორგი პაპიაშვილი ამ დრომდე ხაშურის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელად მუშაობდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.