გორის მერიამ გასულ წელს 39 მოქალაქე დააჯარიმა საკალმახე აუზების უნებართვოდ მოწყობისთვის.
როგორც ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშიდან ვიგებთ, უნებართვოდ მოწყობილი საკალმახე აუზების ყველაზე დიდი რაოდენობა სოფელ კარალეთში აღმოაჩინეს.
- კარალეთი – 20 შემთხვევა;
- ახალდაბა – 7 შემთხვევა;
- ვარიანი – 7 შემთხვევა;
- ტყვიავი – 1 შემთხვევა;
- ძევერა – 1 შემთხვევა;
- ატენი – 1 შემთხვევა;
- გარეჯვარი – 1 შემთხვევა;
- ტაფაყანდა – 1 შემთხვევა.
ზედამხედველობის სამსახურმა კიდევ 4 მოქალაქე სოფელ ბერბუკში, სახლთან ახლოს პირუტყვის სადგომის აშენებისთვის დააჯარიმა.
ყველა შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 1 000 ლარი იყო.
როგორც ანგარიშიდან ვიგებთ, სამსახურმა გასულ წელს უნებართვო მშენებლობის 93 შემთხვევა გამოავლინა, ჯარიმების თანხამ კი ჯამში 80 900 ლარი შეადგინა.
დატოვეთ კომენტარი