ახალი ამბები

ხაშურის მერის პირველმა მოადგილემ, ზვიად ქურდაძემ თანამდებობა დატოვა

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ზვიად ქურდაძემ თანამდებობა დატოვა.

ხაშურის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო სუხიაშვილის განმარტებით, ქურდაძე სხვა სამსახურში გადავიდა.

ზვიად ქურდაძე გადავიდა სხვა სამუშაოზე. მუნიციპალიტეტში აღარ მუშაობს”, -გვითხრა ნინო სუხიაშვილმა.

ინფორმაცია, რომ ქურდაძე თანამდებობის დატოვებას აპირებდა “მოზაიკამ” ერთი თვის წინ გაავრცელა, თუმცა ხაშურის მერიაში აცხადებდნენ, რომ ის შვებულებაში იყო და დასრულების შემდეგ, სამსახურს დაუბრუნდებოდა.

დატოვეთ კომენტარი