ახალი ამბები

“დავაყენებთ შუამდგომლობას ანატოლი გიგაურისთვის პატიმრობის გაუქმებაზე” – ადვოკატი 

დღეს, 5 მარტს, თბილისში, აქციები დროს დაკავებული ანატოლი გიგაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

მისი უფლებადამცველის განცხადებით, შესაძლებელია დააყენონ შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ და მოსამართლეს გიგაურის გათავისუფლება გირაოს სანაცვლოდ სთხოვონ. 

“შესაძლებელია, დღესვე მოხდეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გადასინჯვა და თუ, ეს დღეს მოხდება, ბუნებრივია დაცვის მხრეს გვექნება შუამდგომლობა, რომ ანატოლი გიგაურის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს, თუცა ალტერნატივის სახით ჩვენს მიერ აუცილებლად იქნება შეთავაზებული გირაო”, – განაცხადა გიგაურის ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ. 

შეგახენებთ, რომ ქარელელი ანატოლი გიგაური გასული წლის 25 ნოემბერს პროევროიპული აქციების დროს დააკავეს. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.  

ინფორმაციისთვის, ანატოლი გიგაური წლების განმავლობაში, მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში, მათ შორის საიდუმლო სამსახურში. იბრძოდა ავღანეთში.

დატოვეთ კომენტარი