ახალი ამბები

ეკლესია პირად საკუთრებაში – აგარელმა ოჯახმა საპატრიარქოს ტაძრის ჩუქებაზე უარი უთხრა 

ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში რუსეთში მცხოვრებმა ემიგრანტმა ეკლესია ააშენა. როგორც ადგილობრივებმა “მოზაიკას” უთხრეს, ახალი ეკლესია ცხოვრებაშვილების საკუთრებაში მყოფ მიწაზეა აშენებული. 

საკუთარ მიწაზე ააშენეს. ეს გოგო რუსეთში ცხოვრობს და იქიდან აფინანსებდა მშენებლობას“, – უთხრეს “მოზაიკას”. 

დიანა ცხოვრებაშვილმა ეკლესიის მშენებლობა 3-4 წლის წინ დაასრულა. ამის შემდეგ ტაძარი რუის-ურბნისის ეპარსოკოსმა იობმა აკურთხა და წინამძღოლიც დაუდგინა. 

დაძაბულობა ამის შემდეგ დაიწყო, რადგან საპატრიარქომ ოჯახს ტაძრის გადაფორმება მოსთხოვა, რაზეც უარი უთხრეს“, – უთხრეს “მოზაიკას”. 

კონფლიქტის შემდეგ, წინამძღოლმა მცხოვრებაშვილების ეკლესია დატოვა. საპატრიარქომ კი მომიჯნავედ ახალი ტაძრის მშენებლობა დაიწყო. 

მომხდარის გამო, მრევლი ორად გაიყო. საპატრიარქომ გადაწყვიტა ეკლესიის წინ ახალი ტაძარი აეშენებინა. ახალი ტაძარი უკვე გაიხსნა“, – გვითხრეს ადგილობრივებმა. 

ამ დროისთვის, ცხოვრებაშვილების ოჯახის პირად საკუთრებაში რჩება ეკლესია და იქ წირვები აღარ ტარდება. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები