ახალი ამბები

გორში ახალგაზრდების დაჭრის ფაქტზე, შსს-მ 2 პირი დააკავა

შიდა ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

სამინისტროს ცნობით, დაკავებულები არიან 2007 წელს დაბადებული ლ.ზ. და 2008 წელს დაბადებული გ.მ.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა, გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ორ პირს – 2006 წელს დაბადებულ ა.ხ.-ს და 2007 წელს დაბადებულ ტ.ა.-ს დანით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებული პირები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია სამინისტროს განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, წმინდაწყლის დასახლებაში ორი ახალგაზრდა დაჭრეს. ორივე მათგანი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. 

დატოვეთ კომენტარი