გორში ორი ახალგაზრდა დაჭრეს. როგორც “მოზაიკას” ადგილიდან აცნობეს, ორივე მათგანი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გაფაიყვანა.
“ორი ახალგაზრდაა დაჭრილი. სისხლის კვალი სხვადასხვა ტერიტორიაზეა“, – უთხრეს “მოზაიკას”.
შემთხვევა წმინდა წყლის დასახლებაში, ცხინვალის გზატკეცილზე მოხდა.
ადგილზე ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცველები.
დამატებითი დეტალების გარკვევას “მოზაიკა” შსს-ში ცდილობს.
დატოვეთ კომენტარი