გორში დაჭრილი ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. კლინიკაში შეყვანისას, დაშავებულებს მრავლობითი შემავალი ჭრილობები აღენიშნებოდათ.
ახალგაზრდა მამაკაცებს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ. “გორმედის” ექიმის მერაბ მაისურაძის თქმით, ისინი პოსტოპერაციულ პალატაში არიან გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ინფორმაციისთვის, გორში წმინდა წყლის დასახლებაში ორი ახალგაზრდა დაჭრეს. შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.
დატოვეთ კომენტარი