ახალი ამბები

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, გაზის მიწოდება შეუწყდა 14 სოფელს – გორის მერია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში ავტომანქანა გაზის მილს შეეჯახა, რის შედეგადაც ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა 14 სოფელს, – ინფორმაციას ამის შესახებ გორის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

“ავარიის შედეგად, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა 14 სოფელს, 5000 აბონენტს. “სოკარ ჯორჯია გაზი” იწყებს აღდგენით სამუშაოებს და სავარაუდოდ (თუ არ იქნა ხელისშემშლელი რაიმე პირობა) დღის განმავლობაში ბუნებრივი აირის მიწოდება ყველა სოფელში აღდგება“, – ნათქვამია განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი