ახალი ამბები

ხაშურში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება მოხდა

ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში სასულიერო პირებს შორის დაპისრიპირება მოხდა. 

როგორც ადგილობრივებმა “მოზაიკას” უთხრეს, ერთმანეთს მონასტრის აწ უკვე ყოფილი წინამძღოლი მამა ზოსიმე და ეპისკოპოსი სვიმეონი დაუპირისპირდნენ. 

პოლიცია გამოიძახეს და მამა ზოსიმეს მონასტერი დაატოვებინეს“, – უთხრეს “მოზაიკას”. 

მამა ზოსიმეს ადგილობრივები დადებითად ახასიათებენ. 

არ ემორჩილებოდა ეკლესიის დადგენილ ტარიფებს! არ იღებდა ფულს ხალხისგან, ზოგის ჯიბის გასასქელებლად! უზომოდ კარგი და პატიოსანი ადამიანია მამა ზოსიმე“, – ამბობს ქეთა ღონღაძე.

დაპირისპირებამდე ორი დღით ადრე, მამა ზოსიმე მონასტრის წინამძღოლობიდან მოხნეს და მის ნაცვლად, ეპისკოპოსმა სვიმეონმა მღვდელმონაზონი იაკობი (ჩხოტუა) დაადგინა.

სურამისა და ხაშურის ეპარქიის მღვდელმთავრის, ეპისკოპოს სვიმეონის გადაწყვეტილებით, სოფელ ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დადგენილია მღვდელმონაზონი იაკობი (ჩხოტუა)”, – ეწერა ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ამ დრომდე, მომხდარი დაპირისპირების შესახებ ეპარქიას განმარტება არ გაუკეთებია. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები