თბილისის საქალაქო სასამართლოში ტვ პირველის ოპერატორის, ლაშა ჯიოშვილის პროცესი მიმდიანარეობს. ჯიოშვილმა მოსამართლეს მისი დაკავების შესახებ დეტალურად მოუყვა და აღნიშნა, რომ დაკავების მომენტში მისთვის არც ერთ ნიღბიან პირს ღიად არ განუმარტავს, რომ პოლიციელები იყვნენ.
“ავებში ჩაცმული ხალხიც დავინახე გადავწყვიტე რუსთაველით გამეგრძელებინა სიარული. ერთ-ერთი ტელფონში იყურებოდა და ფოტოს მე მადარებდა. საპატრული პოლიციის ეკიპაჟიც იქვე დავინახე. როგორცკი ბილტმორს გავცდი, დამეჯახა ადამიანების ჯგუფი, ჩემი მეგობარი გაისროლეს შორს და აღმოვჩნდი წრეში. დაკავებული ადრეც ვარ, მაგრამ ასე არ ყოფილა- მაშინაც თქვენ გამასამართლეთ და დამაჯარიმეთ. 10 წუთის განმავლობაში არც მაკავებდნენ და ვითხოვდი ჩემს სამსახურში დაერეკათ ჩემს მეგობრებს. ვინ ხართ – თქო ვეკითხებოდი და ერთ-ერთმა კუბოკრული ნაჭერი ჰქონდა აფარებული პირზე, ჩურჩულით პოლიციელი ვარო. ეს რომ მითხრეს ვყვიროდი რომ ჯიბეებში არაფერი ჩაედოთ”, – ამბობს ჯიოშვილი.
ლაშა ასევე ამბობს, რომ დაკავების შემდეგ, მანქანაშივე ჰკითხეს ბანერის შესახებ, რომელიც აქციაზე ეჭირა.
“მეკითხება პოლიციელი ვინც წინ იჯდა რა ეწერა პლაკატზე- გავუმეორე თუმცა აზრს ვერ მიხვდა გადაულაპარაკა მეორედ ალბათ რამე ფილოსოფიური დევს ამაშიო. სანაპიროზე რომ ვიყავით ისევ დაურეკეს უნდა მოტრიალდეთო, მეორეს ურეკავდნენ არ გაჩერდეთ სანაპიროზე პირდაპირ სამსახურში წადითო. სანაპიროზე რატო მაჩერებდნენ არ ვიცი. შევიყვანოთ თუ არაო, რომ მივედით ამ კითხვით გადარეკეს კიდე ვიღაცასთან და შემიყვანეს. მთელი გზის მანძილზე, არ ვიცი რა წარმოდგენა ჰქონდათ ჩემზე, ჰალკი არ ვარ, ხელით ვეჭირე ძლიერად”.
მისივე თქმით, განყოფილებაში მიყვანის შემდეგ, საკუთარი ყურით გაიგო, როგორ დაურეკეს ერთ-ერთ პოლიციელს და მისი ადგისამყოფელი ჰკითხეს, თუმცა მან დაუმალა და უთხრა, რომ ლაშა ჯიოშვილი იქ არ იმყოფებოდა.
“ტელევიზორი ჰქონდათ ჩართული, ტვ პირველი. ნანუკა ქაჯაიას ჩართვასაც ვხედავ პოლიციელებს რომ მისდევს, ვიკა ბუკია კუპატაძეს რომ ურეკავს და ამასობაში ტელეფონზე დაურეკეს იქ მყოფებიდან ერთ-ერთს, ლაშა ჯიოშვილი მანდ არის თუ არაო და უპასუხა არაო. მალე მითხრა ერთ-ერთმა, უკვე იცის მელაძემ, რომ აქ ხარ და მალე მოვლენო, თან იქ მყოფებს სწრაფად ფორმების ჩაცმა დაავალეს”.
ლაშა ჯიოშვილმა მოსამართლეს ასევე უთხრა, რომ მიმართ განცხორციელდა მუქარაც.
“რათ გინდოდა პანიკები ჯიბეში არაფერი ჩამიდოთო? ვუპასუხე, რომ დაზღვეული არაფრისგან ვარ და პრევენციის გამო. თუ, ჩადება გვინდა სახლიდან ამოგიღებდით ტყვია – წამალსო. სწრაფი ტემპით, არც პატაკი, არც ოქმი არ იყო შევსებული და უფროსმა დაავალა დროზე შეავსეთო, რადგან ტელევიზია არ უნდა მოსულიყო. ჩამსვეს მანქანაში და წამიყვანეს იზოლატორში. 36 საათი იქ გავატარე, რამდენად მიმიძღვის ბრალი თქვენ გადაწყვიტეთ”, – განაცხადა სასამართლო პროცესზე ჯიოშვილმა.