ახალი ამბები

ხინჩეგაშვილი დელეგატის ბიუროს ქმნის – საკონტაქტო პირი დავით კვერნაძეა

“ქართული ოცნების” წევრი და გორის ყოფილი მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გორის და კასპის დელეგატის ბიუროს ქმნის. 

ხინჩეგაშვილი პარლამენტში გორის და კასპის დელეგატის სტატუსით შევიდა. ბიურო უკვე დარეგისტრირდა სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე, საიდანაც ირკვევა, რომ ხინჩეგაშვილის ბიურო გორში, სტალინის N33-ში განთავსდება.

ბიურომ განახორციელა პირველი შესყიდვაც. კონსოლიდირებული შესყიდვის ფარგლებში, გორის და კასპის დელეგატის ბიურომ 3 ლეპტოპი შეისყიდა ოფისისთვის. 

ბიუროს საკონტაქტო ინფორმაციაში მითითებულია დავით კვერნაძის ტელეფონის ნომერი და იმეილი. კვერნაძე ხინჩეგაშვილის ნდობით აღჭურვილი პირია, რომელიც გორის მერად არჩევიდან მალევე საკუთარ მრჩევლად დანიშნა.

“მოზაიკა” დაუკავშირდა დავით კვერნაძეს იმის გასარკვევად, თუ რა პოზიციას იკავებდა გორის და კასპის დელეგატის ბიუროში, თუმცა მან აღნიშნული ფაქტი უარყო.

არ დავნიშნულვარ, მხოლოდ ტექნიკურ საკითხებში მივეხმარე. ხელმძღვანელი როგორც ასეთი ცალკე არ ეყოლება დელეგატის ბიუროს, მხოლოდ თანამშრომლები“, – განმარტა კვერნაძემ.

“ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შემდეგ, დელეგატის ინსტიტუტი შემოიღო, თუმცა პროპორციული წესით არჩეულ დელეგატებს იგივე ფუნქცია აქვთ, რაც მანამდე მაჟორიტარებს ჰქონდათ. ​

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.