გორში, დღეს, 16 თებერვალს დაგეგმილი მანიფესტი გადაიდო, – აქციის ორგანიზატორების განცხადებით ამის მიზეზი ბათუმში მომხდარი ტრაგედიაა, რომელსაც ორი მცირეწლოვანის სიცოცხლე ემსხვრეპლა.
“გორში აღარ მივდივართ, ღონისძიება გადადებულია დუშეთშიც. ქვეყანაში აღარაფერია უსაფრთხო. წელი ახლა დაიწყო და უკვე მეორე შემთხვევევაა, როცა უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ბავშვები ეწირებიან”, – წერს ჯგუფ “დაიტოვეს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ილია ღლონტი.
შეგახსენებთ, რომ 15 თებერვილის ღამით, ბათუმში ორი ბავშვი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, იმ ადგილას, სადაც “ოცნების ქალაქის” მშენებლობა დაანონსდა, ბავშვები ჯართს ეძებდნენ, რა დროსაც თხრილში ჩავარდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ტერიტორია არ არის შემოსაზღვრული და არც რაიმე გამაფრთხილებელი ნიშანი დგას.