გორის ხელოვნების სახლს ელექტრო ენერგია ჩაუჭრეს, – დღეს, აღნიშნულ სივრცეში ღონისძიება მიმდინარეობს, როგორც ხელოვნების სახლის ხელმძღვანელი ამბობს, დენის გათიშვის მიუხედავად ღონისძება არ გაუქმებულა.
“ჩაგვიჭრეს დენი, ივენთი არ უქმდება. გელოდებით ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ხელოვნების სახლი, თავისუფლება და წინააღმდეგობა”.
ინფორმაციისთვის, დღეს, 14:00 საათზე ხელოვნების სახლის, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და გამომცემლობა „ინტელექტის“ ერთობლივი ინიციატივით „დაე, იკითხოს თავისუფლებამ“, „თანასწორობის კუთხე“ გაიხსნა. ხელოვნების სახლს ასამდე წიგნი შეემატება თანასწორობის, ქალებისა და გოგონების გაძლიერების, ტოლერანტობისა და ადამიანის უფლებების შესახებ.
დატოვეთ კომენტარი