ახალი ამბები

გორში სოციალური კაფე “სფეისი” გაქურდეს

გორში სოციალური კაფე “სფეისი” გაქურდეს.

როგორც ახალგაზრდებმა “მოზაიკას” უთხრეს, წაღებულია ტექნიკა და ფული.

“წაღებულია ტექნიკა, პროექტორი და დინამიკები. ასევე, წაუღეს თანხა, 200 ლარამდე”, – უთხრეს “მოზაიკას”.

აღნიშნული ტექნიკა ახალგაზრდულ ორგანიზაციას “ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანება” ეკუთვნოდა, რომელსაც მერიამ შენობის დატოვება მოსთხოვა. ახალგაზრდებს სივრცე, სადაც სოციალური კაფე “სფეისი” ჰქონდათ მოწყობილი, დღეს უნდა დაეცალათ.

მომხდარს პოლიცია იძიებს.

ამავე თემაზე: გორის მერია ამჯერად სივრცეს ახალგაზრდულ კაფეს “სფეისი” ატოვებინებს

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.