“დრო გვიჩვენებს, გავაგრძელებ თუ არა ისევ მუშაობას მერის მოადგილედ“, – გვითხრა ზვიად ქურდაძემ, რომელმაც ერთ-თვიანი შვებულება აიღო.
ქურდაძე თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილებას არც უარყოფს და არც ადასტურებს.
“ჯერჯერობით მე ვარ ერთ-თვიან შვებულებაში. ვსარგებლობ ჩემი კუთვნილი შვებულებით. ამ ეტაპზე მეტ ინფორმაციას ვერ გეტყვით“, – გვითხრა ხაშურის მერის პირველმა მოადგილემ.
ინფორმაცია ქურდაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.
დატოვეთ კომენტარი