ახალი ამბები

მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა – ტირძნისში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს 

გორის მუნიციპალიტეტს სოფელ ტირძნისში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. “მოზაიკას” ინფორმაციით შემთხვევა გუშინ მოხდა, გარდაცვილილი ადგილობრივი მცხოვრები შუა ხნის მამაკაცია. 

ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარზე ერთი პირია დაკავებული. 

“ერთად დაულევიათ გუშინ, მერე არ ვიცით რა მოხდა, ეს ვინც დაჭერილია ამბობს, რომ დილით გარდაცვლილი ნახა თავის სახლთან. სახეზე დაზიანებები ჰქონდა, თვალი დალურჯებული… თვითონ მისულა პოლიციასთან და უთქვამს ეს ამბავი და დააკავეს. სხვა არაფერი ვიცით”, – უთხრეს “მოზაიკას”. 

დამატებითი ინფორმაციის გასარკვევად “მოზაიკა” მერის წარმომადგენელს ტირძნისის ადმინისტრაციულ ერთეულში, მიხეილ გოგინაშვილსაც დაუკავშირდა. როგორც ამბობს, მომხდარის შესახებ გაიგო, თუმცა დეტალები მისთვისაც უცნობია. 

“გუშინ სოფელში არ ვყოფილვარ. კი, გავიგე მსგავსი ინფორმაცია, მაგრამ სხვა არაფერი ვიცი”, – გვითხრა გოგინაშვილმა. 

მომხდარის შესახებ “მოზაიკა” დამატების დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.