ახალი ამბები

904 000 ლარი ხაშურის სოფლებისთვის – მოსახლეობასთან შეხვედრები 6 თებერვლიდან იწყება

ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დასახლების საერთო კრებები და კონსულტაციები 6 თებერვლიდან დაიწყება და მუნიციპალიტეტის 77 სოფელში ყოველდღიურ რეჟიმში, 21 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

ხაშურის მუნიციპალიტეტს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად 904 000 ლარი გამოეყო.

“,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ განხორციელდება ის პროექტები, რომლებსაც კრებებსა თუ კონსულტაციებზე ადგილობრივები სოფლის პრიორიტეტების გათვალისწინებით, თავად შეარჩევენ”, – ნათქვამია ხაშურის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეებს თავად შეუძლიათ საპროექტო იდეები წარუდგინონ ადგილობრივ ხელისუფლებას და საკუთარ სოფელში პრიორიტეტული საკითხის მოგვარება სთხოვონ. 

“დაინტერესებულ მოქალაქეებს საპროექტო წინადადებების წარდგენა შეუძლიათ მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურში, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლობებში ყოველ სამუშაო დღეს 9:00-დან 18:00 საათამდე 2025 წლის 31 იანვრის ჩათვლით”, – ვკითხულობთ მერიის განცხადებაში. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.