ახალი ამბები

“პნევმატური იარაღი ჰქონია და გაიქცა” – რა მოხდა გორის მე-5 სკოლაში

“მოზაიკას” ინფორმაციით, მე-11 კლასის მოსწავლემ სკოლაში პნევმატური იარაღი მიიტანა. ამ ფაქტის შემდეგ, მანდატურის სამსახურმა მოსწავლის შემოწმება გადაწყვიტა, თუმცა მან ამის საშუალება არ მისცა და გაიქცა. 

“გუშინ სკოლაში მოტანილი ჰქონია პნევმატური იარაღი, დღეს უნდა ჩაეტარებინათ უკონტაქტო გასინჯვა და გაიქცა, მანდატურებს არ მისცა საშუალება გაესინჯათ”, – უთხრეს “მოზაიკას”. 

სკოლის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობეს. როგორც დირექტორი ამბობს, მოზარდი ახლა მშობლემთან ერთად იმყოფება.

“პოლიცას ეცნობა მომხდარზე, ბავშვი სკოლიდან გავიდა. რაც შეეხება იმას, პნევმატური იარაღი ჰქონდა თუ რა, მაგას დანამდვილებით ვერ გეტყვით, რადგან ჩვენ ეს ფიზიკურად არ გვინახავს, უბრალოდ ეჭვის საფუძველი იყო და ჩვენც მივიღეთ შესაბამისი ზომები. ახლა იმყოფება მშობელთან ერთად და არანაირი პანიკის საფუძველი არ გვაქვს”, – გვითხრა დირექტორმა.

დატოვეთ კომენტარი