ახალი ამბები

კასპის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი თვეში 12 714 ლარი გახდა

კასპის მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასებზე თვეში 12 714 ლარი დაიხარჯება. ისინი მომატებულ ხელფასს მიმდინარე თვიდან აიღებენ. 

საკრებულოს დადგენილებით, ვახტანგ მაისურაძის ხელფასი – 6 716 ლარი, ხოლო შოთა ბეგლარაშვილის ხელფასი 5 998 ლარი გახდა.

შესაბამისი დადგენილება საკრებულომ 2025 წლის 17 იანვარს დაამტკიცა. დადგენილების მიხედვით, ხელფასები გაეზარდათ პოლიტიკური თანამდებობის პირებსაც:

  • კასპის მერის პირველი მოადგილე – 5 110 ლარი;
  • კასპის მერის მოადგილე – 4 672 ლარი;
  • კასპის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 4 535 ლარი;
  • კასპის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – 3 950 ლარი;
  • კასპის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – 3 950 ლარი;
  • საკრებულოს აპარატის უფროსი – 2 482 ლარი;
  • საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე – 3 218 ლარი;
  • საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე – 2 926 ლარი;
  • საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – 2 340 ლარი.

აღსანიშნავია, რომ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 5 კომისიის და 2 ფრაქციის თავმჯდომარე ჰყავს, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარეს 6 მოადგილე.

ინფორმაციისთვის, “ქართული ოცნების” მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლიდან საჯარო სექტორში ხელფასები 10%-ით გაიზარდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.