გორის მოსახლოების ნაწილს სასმელი წყალი მეორე დღეა არ მიეწოდება.
წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, წყლის შეწყევტა მაგისტრალური მილის ავარიულმა დაზიანებამ გამოიწვია.
“გაცნობებთ, რომ გორში მოსახლეობას, გარდა ვერხვებისა და კომბინატის დასახლებისა, სასმელი წყლის მიწოდება დროებით შეეზღუდა (არაგეგმიური გათიშვა)”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც გორის მერია ავრცელებს.
წყალმომარაგების კომპანიის განმარტებით, ჯორბენაძის ქუჩაზე საგზაო სამშენებლო კომპანიის მიერ 160 მმ-იანი პოლიეთილენის გამანაწილებელი მილი დაზიანდა. კომპანიაში განმარტავენ, რომ წყლის მიწოდება 20:00 საათისთვის აღდგება.
დატოვეთ კომენტარი