რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ალექსი მამულია და ივანე ჯაფიაშვილი თავისუფალნი არიან და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან, – ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
“ალექსი მამულიას და ივანე ჯაფიაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი”, – ნათქვამია განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, ალექსი მამულია და ვანო ჯაფიაშვილი რუსმა ოკუპანტებმა ქვემო ნიქოზის მიმდებარედ 2024 წლის დეკემბერში დააკავეს. დე ფაქტო რეჟიმი მათ დეზერტირის დახმარებაში სდებდა ბრალს.
ამავე თემაზე: ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ექიმისა და მისი ახლობლის შესახებ სუს-ი 14 დღეა დუმს