ხაშურის კულტურის სახლი, რომლის რეაბილიტაცია 1,5 წელი მიმდინარეობდა დასრულდა.
მიუხედავად იმისა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, მისი გახსნის თარიღი კვლავ უცნობია. ამის მიზეზად ინვენტარის უქონლობას ასახელებენ.
“რეაბილიტაცია დასრულდა, მაგრამ ჯერ არ გაიხსნება, რადგან უნდა მოხდეს ინვენტარის შესყიდვა. მოხდება თუ არა ინვენტარის შესყიდვა, მაშინვე გაიხსნება. შესყიდვაზე ტენდერი კულტურის და სპორტის სამსახურმა უნდა გამოაცხადოს“, – გვითხრა გიორგი პაპიაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ხაშურის კულტურის სახლის რეაბილიტაცია 2023 წელს დაიწყო, რისთვისაც ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარამდე დაიხარჯა.
დატოვეთ კომენტარი