ახალი ამბები

“აშენდეს ატენის სკოლა” – პროტესტის ნიშნად მშობლები შვილებს ხიდისთავის სკოლაში არ უშვებენ

ატენის სკოლის მოსწავლეთა მშობლები ამბობენ, რომ პროტესტის ნიშნად, შვილებს ხიდისთავის სკოლაში აღარ გაუშვებენ. 

მათი თქმით, პროტესტის მიზეზი ატენში სკოლის შენობის მშენებლობის დაწყების გაჭიანურებაა. 

“რესურცენტრის უფროს შევხვდით დღეს.  ხვალ, 12:30 საათზე სკოლის ტერიტორიაზე ველოდებით მშობლები. დღეს ბავშვები აღარ გავუშვით ხიდისთავის სკოლაში”,  – უთხრეს “მოზაიკას” მშობლებმა. 

აღნიშნულზე “მოზაიკა” გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, გია ბერძნიშვილსაც ესაუბრა. მისი თქმით, დაგეგმილია სკოლის ძველი შენობის რეაბილიტაცია. 

“ამ პრობლემაზე უკვე ვაცნობე სამინისტროს და პასუხს ველოდები. რაც შეეხება სკოლის ახალი შენობის მშენებლობას, ამაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს, თუმცა თუ ისევ ძალიან გაიწელა ეს პროცესი, ჩვენ ვგეგმავთ, რომ ძველი შენობის რეაბილიტაცია დავიწყოთ, რომ აღარ გაწვალდნენ ბავშვები და მშობლები. ვნახოთ, როგორ გადაწყდება ეს ამბავი”, – გვითხრა ბერძნიშვილმა. 

როგორც გია ბერძნილშვილი ამბობს, ახალი შენობის მშენებლობის პროექტში დარღვევები იყო, რის გამოც მშენებლობის პროცესი შეწყდა. მისივე ინფორმაციით, ახალი პროექტი უკვე დამტკიცებულია და უახლოეს პერიოდში მშენებლობა დაიწყება. 

დატოვეთ კომენტარი