ახალი ამბები

შინდისის 17 გმირის სახელობის ბიბლიოთეკას კონდენციონერი ბუდუ ზივზივაძის დედამ შეუძინა 

შინდისის 17 გმირის სახელობის ბავშვთა ბიბლიოთეკას გათბობისთვის კონდიციონერი შეუძინეს. როგოც ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, სუზი ბერიძე ამბობს, ზამთრის დადგომისთანავე ბიბლიოთეკაში აქტივობების ჩატარება გაჭირდა, რის გამოც საჭირო გახდა გამათბობელი შეეძინათ. 

“შინდისის 17 გმირის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკაში ახალგაზრდული კლუბი საქმიანობს მეორე წელია CARE Caucasus მხარდაჭერით. სულ სხვა ელფერი შემატეს თემს, ირგვლივ სოფლების ახალგაზრდები შემოიკრიბეს, ვითარდებიან და სხვებსაც ეხმარებიან. ზამთარში გაჭირდა შეხვედრები გათბობის გამო, უამრავი წერილი გავგზავნეთ და პირველი მხარდაჭერა #სიცოცხლისხისფონდისგან მივიღეთ. მოკრძალებულად ყველაზე იაფი კონდენციონერი შევარჩიეთ და აღმოჩნდა, რომ ჩვენს პირობებს და სიცივეს ვერ მოერეოდა და შესაფერისი ორჯერ მეტი ღირდა. ისევ დავიწყეთ უამრავი წერილის წერა უშედეგოდ”, – წერს სუზი ბერიძე. 

მისივე თქმით, ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორსა და მწერალ გიორგი კეკელიძეს დაუკავშირდა, რომელმაც აცნობა, რომ გათბობისთბის კონდინციონერს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ბუბუ ზივზივაძის დედა შეუძენდა. 

“რა კარგია, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ! მადლობასაც რომ ვერ უხდი ხეირიანს, უბრალოდ არ ჭირდება მადლობაც,  იცის რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ! გიორგი კეკელიძე მადლობა მუდმივი მხარდაჭერისთვის. დიახ,  ეს მოკლე შეტყობინება გიორგი კეკელიძისგან მივიღე და დავდივარ იმის მერე გაღიმებული. უღრმესი მადლობა ბუდუ ზივზივაძის არაჩვეულებრივ დედას ასეთი საჩუქრისთვის”, – წერს სუზი ბერიძე.

დატოვეთ კომენტარი