იანვრიდან გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი და საკრებულოს თავმჯდომარე გაზრდილ ხელფასს აიღებენ.
საკრებულოს დადგენილებით, სიმონ გულედანის ხელფასი – 7 321 ლარი, ხოლო დავით რაზმაძის ხელფასი 6 735 ლარი გახდა.
2024 წელი | 2025 წლი | ნამატი | |
გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი | 6 655 ლარი | 7 321 ლარი | 666 ლარი |
გორის საკრებულოს თავმჯდომარე | 6123 ლარი | 6 735 ლარი | 612 ლარი |
შესაბამისი დადგენილება საკრებულომ 2025 წლის 13 იანვრის სხდომაზე დაამტკიცა. დადგენილების მიხედვით, ხელფასები გაეზარდათ პოლიტიკური თანამდებობის პირებსაც:
- გორის მერის მოადგილე – 5 125 ლარი;
- გორის საკრებულოს თავმჯდომარე – 6 735 ლარი;
- გორის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 5 271 ლარი;
- გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – 4 246 ლარი;
- გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – 4 246 ლარი;
- საკრებულოს აპარატის უფროსი – 3 358 ლარი;
- საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე – 3 660 ლარი;
- საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე – 3 220 ლარი;
- საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – 2 635 ლარი;
აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 5 კომისიის და 3 ფრაქციის თავმჯდომარე ჰყავს, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარეს 11 მოადგილე.
ინფორმაციისთვის, “ქართული ოცნების” მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლიდან საჯარო სექტორში ხელფასები 10%-ით გაიზარდა.
დატოვეთ კომენტარი