11 იანვარს თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმში გაიხსნა ხელოვნების მხარდამჭერი საგანგებო სახელოვნებო ბაზრობა – FEARLESS, სადაც სხვა გალერეებთან, სახელოვნებო ჯგუფებთან და პლატფორმებთან ერთად მონაწილეობას იღებს “ხელოვნების სახლი” და “გორელ ფოტოგრაფთა კლუბი”
„FEARLESS-ზე წარმოვადგენთ ინსტალაციას CENSORED რომელიც ეხმიანება საქართველოში ხელოვნებისა და კულტურის ცენზურის მცდელობებს. ის გამოხატავს პროტესტს როგორც ზოგადად თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის, ასევე „ხელოვნების სახლი გორის“ წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლის მიმართ”, – ინფორმაციას გორის ხელოვნების სახლი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, თბილისში სახელოვნებო ბაზრობა გრძელდება 14 იანვრის ჩათვლით.
დატოვეთ კომენტარი