ახალი ამბები

გორში სტალინის ბავშვობის სახლს რესტავრაცია ჩაუტარდება 

გორში სტალინის ბავშვობის სახლს რესტავრაცია ჩაუტარდება – სამუშაოებისთვის შესაბამისი ტენდერია გამოცხადებული. 

ტენდერის პირობების მიხედვით, დაგეგმილია სტალინის მუზეუმის ტერიტორიაზე არსებული საბჭოთა ბელადის ბავშვობის საცხოვრებელი სახლისა და ფანჩატურის რესტავრაცია-კონსერვაციის სამუშაოები.

აღნიშნული სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა სტალინის მუზეუმმა გამოაცხადა და 109 430 ლარი გაითვალისწინა. როგორც ტენდერშია აღნიშნული, თანხა მუზეუმმა საკუთარი შემოსავლებიდან გამოყო. 

დატოვეთ კომენტარი