ახალი ამბები

კოდავარდის უბანში მგლებისგან და ტურებისგან თავის დასაცავად დახმარებას ითხოვენ

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდავარდის უბანში მოსახლეობა მგლების და ტურების შემოსევაზე საუბრობს.

ყოველდღე მოდიან ტურებიც და მგლებიც. სახლთან ყმუიან“, – უთხრეს ადგილობრივებმა “მოზაიკას”. 

განსაკუთრებით ღელავენ მშობლები და დახმარებას ითხოვენ. 

დღესაც, შუადღისკენ სახლთან ძალიან ახლოს იყვნენ, 3 ან 4 იქნებოდა, სოფელში შემოდიან. არადა, ბავშვები სულ გარეთ არიან. სანამ რამე არ მოხდება, ასე უნდა იარონ“, – ამბობს ხატია პაპიაშვილი, რომელსაც 3 შვილი ჰყავს. 

ადგილობრივებმა ვითარების შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებას აცნობეს. 

დატოვეთ კომენტარი