ახალი ამბები

გლოვის დღესთან დაკავშირებით გორში სახელმწიფო დროშები დაუშვეს

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

დროშები დაშვებულია გორის ადმინისტრაციულ შენობებზე.

“ქართული ოცნების” მთავრობის გადაწყვეტილებით, საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ინფორმაციისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძარს 5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ დღეს დაკრძალავენ.

მომხდარი ტრაგედიის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვის დღე 6 იანვარს იყო გამოცხადებული.

დატოვეთ კომენტარი