ახალი ამბები

ხაშურის მერიამ 8 მლნ 893 922 ლარის ტენდერები გზების რეაბილიტაციაზე გამოაცხადა

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წელს 14 დასახლებაში გზების რეაბილიტაციისთვის 8 მლნ 893 922 ლარი გამოყო.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, თანხა დასახლებებზე შემდეგნაირად გადანაწილდა: 

  • სოფელ ვაყაში შიდა გზების რეაბილიტაციისთვის – 500 000 ლარი;
  • სოფელ ხცისში, სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოწყობისთვის – 340 455 ლარი;
  • სურამში, აღმაშენებლის მე-2 ჩიხის რეაბილიტაციისთვის – 75 388 ლარი;
  • სურამში, გვერდისუბნის დასახლებაში გზის რეაბილიტაციისთვის – 405 885 ლარი;
  • სურამში, გრიგოლ სურამელის N105 მიმდებარედ გზის მოწყობისთვის – 388 818 ლარი;
  • ხაშურში, აგარის ქუჩის გზის მოასფალტებისთვის – 1 582 593 ლარი;
  • სურამში, დიდგორის და ორბელიანის ქუჩების რეაბილიტაციისთვის – 514 098 ლარი;
  • სურამში, ბუღაურის დასახლებაში გზის რეაბილიტაციისთვის – 596 908 ლარი;
  • ყიფიანთუბანში შიდა გზის მონაკვეთების რეაბილიტაციისთვის – 806 490 ლარი;
  • სურამში, სააკაძის ქუჩის, წერეთლის ქუჩის და შარტავას ქუჩის მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის 438 316 ლარი;
  • სოფელ გომში შიდა გზების მონაკვეთების რეაბილიტაციისთვის – 987 499 ლარი;
  • სურამში, კაკალათხევის დასახლებაში შიდა გზის მოწყობისთვის – 326 810 ლარი;
  • ხაშურის მუნიციპალიტეტში, ზემო-სერის ტყე-პარკთან მისასვლელი გზის რკ/ბეტონის საფარით მოწყობისთვის – 1 892 530 ლარი;
  • სურამში, ე.წ. ,,გოგალაძეების უბნის” რეაბილიტაციისთვის – 538 132 ლარი.

პროექტების ნაწილი, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მრავალწლიანია – ასეთებია მაგალითად, ხაშურში ზემო-სერის ტყე-პარკთან მისასვლელი გზის მოწყობა, კაკალათხევის დასახლებაში შიდა გზების მოწყობა, გომსა და ყიფიანთუბანში შიდა გზების რეაბილიტაცია და ხაშურში, აგარის ქუჩის მოასფალტება. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი