ახალი ამბები

გორის მერია ანონსების გავრცელებაში 6 000 ლარს დახარჯავს

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული წესით ხელშეკრულება გააფორმა საინფორმაციო ვებგვერდთან Frontnews.ge, რომელსაც თვეში 500 ლარს გადაუხდის.

ხელშეკრულების პირობების მიხედვით, აღნიშნულმა ვებგვერდმა უნდა უზრუნველყოს გორი მერიის მიერ მიწოდებული პრესრელიზების, საანონსო ნიუსებისა და თვეში ერთხელ ინტერვიუს ვებგვერდზე განთავსება, ფოტოებთან ერთად.

ხელშეკრულების საერთო ღირებულება 6000 ლარია და ძალაშია  2025 წლის 01 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 

აღნიშნული ვებგვერდი 2012 წელს დაარსდაა, როგორც მის შესახებ ინფორმაციაშია მითითებული  “Front News – საქართველო” არის დამოუკიდებელი სააგენტო, რომელიც მხარს უჭერს ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს – ევროპულ მომავალს და ცდილობს, საკუთარი წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. 

დატოვეთ კომენტარი