შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან გაჭირვებული ადამიანების კვებაზე წლიურად 401 701 ლარი იხარჯება. ამ თანხას ყოველწლიურად კასპის, ქარელის და ხაშურის მერიები ხარჯავენ.
გასული წლების მონაცემების მიხედვით, კასპის, ქარელის და ხაშურის მერიები უფასო კვებას ჯამში 355 სოციალურად დაუცველ ადამიანს სთავაზობენ. მონაცემების მიუხედვით:
- ერთი ადამიანის კვებაზე კასპის მერია 2 120 ლარს ხარჯსვ;
- ერთი ადამიანის კვებაზე ხაშურის მერია 720 ლარს ხარჯავს;
- ერთი ადამიანის კვებაზე ქარელის მერია 1 100 ლარს ხარჯავს.
რაც შეეხება გორის მერიას, უწყებას გაჭირვებული ადამიანების უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა არ აქვს.
კასპი | 169 560 ლარი | 80 ადამიანი |
ხაშური | 133 141 ლარი | 185 ადამიანი |
ქარელი | 99 000 ლარი | 90 ადამიანი |
გორი | 0 ლარი | 0 ადამიანი |
გორის მუნიციპალიტეტის მერიას მსგავსი მომსახურებისთვის თანხა არც 2025 წლის ბიუჯეტში აქვს გათვალისწინებული.
დატოვეთ კომენტარი