ცხინვალში ექიმი ალექსი მამულია დააკავეს, -“მოზაიკას” ინფორმაციით, ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოპერაციის გასაკეთებლად გადავიდა, რუსმა ოკუპანტებმა კი უკანონოდ დააკავეს.
როგორც “მოზაიკას” წყარო უყვება, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
“4-5 დღეა რაც ეს ამბავი გავიგეთ, ოპერაცია უნდა გაეკეთებინა. გადავიდა ცხინვალში და იქ დააკავეს”,-უთხრეს “მოზაიკას”.
მომხდარზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.
ექიმი ალექსი მამულია ოტორინოლარინგოლოგია, ის საქართველოს სხვადასხვა კლინიკაში მუშაობს, მათ შორის გორში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალშიც.
დატოვეთ კომენტარი