ავტობანზე აგარასთან ავარია მოხდა, – “მოზაიკას” ინფორმაციით დაშავდა 3 ადამიანი.
თვითმხილველის ინფორმაციით, ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანა, ერთ-ერთი დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მრავლობითი დაზიანებებით თბილისში გადაიყვანა.
შსს-ში ინფორმაციას, მხოლოდ ორი დაშავებულის შესახებ ადასტურებენ.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276 -ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
დატოვეთ კომენტარი