6 თვის მაქსიმილიანე თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, მას დაბადების შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმენა, რის გამოც ოპერაცია ჩაუტარდა ღუდუშაურის კლინიკაში.
ჩვილის დედის ინფორმაციით, მკურნალობის პერიოდში გამოუვლინდა ასევე სეფსისიც და მდგომარეობა გაურთულდა, რის გამოც თურქეთში გადაყვანა გახდა საჭირო.
“47 წლის ასაკში გავხდი დედა, 24 ივნისს გამიჩნდა ნანატრი შვილი მაქსიმილიანე. ბავშვი გაჩნდა 30 კვირაზე საკეისრო კვეთით.დაბადებიდან ორ დღეში გამოუვლინდა კუჭ- ნაწლავის პრობლემები, შებერილობა და გაუვალობა. ღუდუშაურის კლინიკაში ჩაუტარდა ერთი ოპერაცია, დაუდგინდა ნაწლავთა ნეკროზული ენტეროკოლიტი. ბავშვის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდებოდა. თვენახევრის განმავლობაში, დაერთო მძიმე სეფსისი, გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე. სასწრაფოდ გადავიყვანეთ თურქეთის კლინკიაში სადაც სასწაულებრივად გადამირჩინეს შვილი”, – ამბობს მაქსიმილიანეს დედა.
ოჯახს ახლა საზოგადოების დახმარება სჭირდება, რათა კლინიკაში დაგროვილი დავალიანება დაფარონ, სხვა შემთხვევაში ბავშვს მომდევნო ოპერაციას ვეღარ გაუკეთებენ.
“თურქეთში ჩაუტარდა 4 ოპერაცია, დღემდე ვიმყოფებით სამსუნის მედიკალპარკის კლინიკაში, დაგვიგროვდა დიდი დავალიანება 116 000 დოლარი, ორ კვირაში უნდა ჩაუტარდეს კიდევ ერთი ოპერაცია, მაგრამ თუ თანხას ვერ ჩავრიცხავთ ოპერაციას არ ჩაატარებენ”.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშის ნომრებზე:
თიბისი ბანკი
GE52TB7174136585100001
საქ.ბანკი
GE78BG0000000162427846
საქველმოქმედო ზარი
0901700483
გთხოვთ, თანხის გადარიცხვისას აუცილებლად მიუთითეთ ბენეფიციარის სახელი. დანიშნულებაში მუთითებული უნდა იყოს “მაქსიმესთვის”.
ტელ: 599164466 კახა, მაქსიმილიანეს მამა.