გორში, კომბინატის დასახლებაში ავარია მოხდა. ერთმანეთს საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები შეეჯახნენ.
“მოზაიკას” ინფორმაციით, გარდაიცვალა პაციენტი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში იმყოფებოდა.
“სასწრაფოს მანქანას პაციენტი გადაჰყავდა საავადმყოფოში და ამ დროს მოხდა შეჯახება“, – უთხრეს “მოზაიკას”.
ავტოსაგზაო შემთხვევა კომბინატში პოლიციის შენობასთან მოხდა. მომხდარის დეტალების “მოზაიკა” შსს-ში არკვევს.
დატოვეთ კომენტარი