ახალი ამბები

“ცალმხრივად შეწყვიტეს ხელშეკრულება” – გორის მერია ფოტოგრაფთა კლუბს შენობიდან აძევებს

გორის მერია “გორის ფოტოგრაფთა კლუბს” შენობიდან აძევებს. საუბარია ლომჭაბუკის სკვერის მიმდებარედ მოწყობილ სივრცეზე, რომელიც უზურფრუქტის ხელშეკრულებით, “გორელ ფოტოგრაფთა კლუბს” ჰქონდა გადაცემული. სწორედ აღნიშნულ შენობაში მდებარეობს კლუბის მიერ დაფუძნებული საგამოფენო სივრცე “ხელოვნების სახლი – Art House”

მერიამ უძრავ ნივთზე უზუფრუქტის უფლების შეწყვეტის მოთხოვნით საჯარო რეესტრში განცხადება 16 დეკემბერს დაარეგისტრირა. 

ცალმხრივად შეწყვიტეს ხელშეკრულება. იურისტებთან გავდივართ ამ საკითხს ჯერ კიდევ და შეგატყობინებთ აუცილებლად, რა და როგორ იქნება“, – გვითხრა ოთო გვრიტიშვილმა, “გორელ ფოტოგრაფთა კლუბის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა. 

“გორელ ფოტოგრაფთა კლუბს” ხელშეკრულების ვადა 2026 წელს ეწურებოდა. თუმცა, მერიასა და “გორელ ფოტოგრაფთა კლუბს” შორის უთანხმოების და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ ინფორმაცია თვის დასაწყისში გავრცელდა, თუმცა მაშინ კლუბის წევრებმა საკითხზე საჯაროდ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. 

აღსანიშნავია, რომ მერიის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა საგამოფენო სივრცეში მოწყობილი საპროტესტო ინსტალაცია ,,ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის!” – ინსტალაცია მოიცავდა კედლებზე წითელი საღებავით შესრულებული წარწერებს და სახურავიდან ჩამოჟონილ შავ საღებავს, რომელიც “გაყალბებულ არჩევნების” სიმბოლო იყო. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.