ახალი ამბები

სავარაუდოდ, შსს-ს თანამშრომელი გორში მამაკაცს შეეჯახა – ქვეითი გარდაიცვალა

გორში, წმინდა წყლის დასახლებაში ავარია მოხდა, რომლის შედეგად 70 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.

“მამაკაცი ფეხით მიდიოდა, “ზებრა” გადასასვლელზე, რა დროსაც ავარია მოხდა”, – უთხრეს “მოზაიკას”.

ფაქტის შესახებ “მოზაიკა” შსს-ს დაუკავშირდა, თუმცა უწყებას მომხდარზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. 

“მოზაიკას” ინფორმაციით, მანქანას შსს-ს თანამშრომელი მართავდა.

დატოვეთ კომენტარი