ახალი ამბები

იოსებ ბაბაევს დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ – ის კლინიკაშია გადაყვანილი

გორელ სამოქალაქო აქტივისტსა და ბიზნესმენს, იოსებ ბაბაევს დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ბაბაევს აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები სახისა და თავის არეში. აქვს ტვინის შერყევა, ტუჩი გაკერილი და ფეხი ნაღრძობი.

“მათრიეს გარკვეული მონაკვეთი. დამჭირდა ოპერაცია, გამიკერეს ტუჩი, ფეხზე გიფსი მადევს და მაქვს ტვინის შერყევა. ამ დრომდე ვრჩები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ”, – ამბობს ბაბაევი.

დაკავების შემდეგ, იზოლატორში მასზე ფიზიკურად იძალადეს, მისი კლინიკაში გადაყვანა მოგვიანებით გახდა შესაძლებელი. ის მკურნალობას ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადის.

დატოვეთ კომენტარი