გორში, რაზმაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა. მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის პროცესი.
“კერძო სახლის მეორე სართულზე გაჩნდა ცეცხლი, დაშავებულებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს. ხანძარი ლოკალიზებულია”, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
დატოვეთ კომენტარი