ახალი ამბები

ავტოსაგზაო შემთხვევა გორში – დაშავდა ერთი ადამიანი 

გორში, კომბინატის ხიდზე მამაკაცს მანქანა დაეჯახა. 

არსებული ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276 -ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დატოვეთ კომენტარი