ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში 18 წლის ბიჭი დაჭრეს.
“ცივი იარაღით არის დაჭრილი, კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა როგორც ვიცით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – უთხრეს “მოზაიკას”.
“მოზაიკას” ინფორმაციით, თანასოფლელებს შორის დაპირისპირების მიზეზი ქონებრივი დავაა.
“ნაკვეთის გამოო, ასე ამბობენ სოფელში. იგივე მიზეზით კონფლიქტები ამ სოფელში ხშირია“, – გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დატოვეთ კომენტარი