“ხომ არ აჯობებდა, რომ სპორტის, ხელოვნებისა და კულტურის ასე გვერდში დგომისთვის, ამ თავდადებული კაცისთვის უმაღლესი ჯილდო გადაგვეცა?!”, – განაცხადა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე გენო პეტრიაშვილმა.
მან პარლამენტარებს ინიციატივით მიმართა და ბიძინა ივანიშვილისთვის უმაღლესი ჯილდოს გადაცემა ითხოვა.
ამავე სხდომაზე პეტრიაშვილმა “ფონდ ქართუს” და ბიძინა ივანიშვილს სპორტის განვითარებაში გაწეული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
“პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო “ფონდ ქართუსა” და ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ ჩვენი სპორტის განვითარებისთვის ძალიან დიდი შრომა და თავდადება გასწია. პატარა ინიციატივით გამოვდივარ, ხომ არ აჯობებდა, რომ სპორტის, ხელოვნებისა და კულტურის ასე გვერდში დგომისთვის, ამ თავდადებული კაცისთვის უმაღლესი ჯილდო გადაგვეცა“, – თქვა პეტრიაშვილმა პარლამენტში კომიტეტის გაერთიანებული სხდომაზე.